დღეიდან მოქალაქეები თბილისის მერიის ოფიციალურ საიტზე ახლადდამონტაჟებული ჭკვიანი ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირეული ჯარიმების ნახვას შეძლებენ.
მერიის ინფორმაციით, ვიდეოკამერები განთავსებულია შემდეგ ლოკაციებზე:
გორგასლის ქუჩა – კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნის მიმართულებით მარჯვენა მხარეს, გორგასლის ქ. N39 კორპუსის მე-10 სადარბაზოს მიმდებარედ;
გორგასლის ქუჩა – გულიას მოედნიდან კრწანისის მოედნის მიმართულებით მარჯვენა მხარეს, გორგასლის ქ. N8 კორპუსის მიმდებარედ;
პრეზინდენტ ჰეიდარ ალიევის, (მარჯვენა), სანაპირო – მეტეხის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მარჯვენა მხარეს, სიონის ეკლესიის მოპირდაპირედ;
მ. კოსტავას ქუჩა – გმირთა მოედნიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით მარჯვენა მხარეს, მ. კოსტავას N 71 კორპუსსა და „მაკდონალდსს“ შორის არსებული სკვერის მიმდებარედ;
ვარაზისხევის ქუჩა – გმირთა მოედნიდან ი. ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, ი. ჭავჭავაძის გამზირის გადაკვეთამდე 35 მეტრის მანძილზე და ასევე, ქუჩის მარცხენა მხარეს იმავე მანძილზე.