დიღმის მასივში ასფალტის საფარი 7 069კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა
დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურა 7 069 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა. ჯამში, ასფალტის საფარი რვა მისამართზე დაიგო.
ასფალტის საფარი მოწესრიგდა ტერევერკოს ქუჩის N36-ის ეზოში და ტროტუარებზე, ბელიაშვილის ქუჩის N68-ში, ლუბლიანას ქუჩის N11/3-ში, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველ და პირველ ა კორპუსების მიმდებარედ. ამორტიზებული ტროტუარები პაიჭაძის ქუჩაზე სრულად შეიცვალა და ქვეითებს გადაადგილებაში პრობლემა აღარ ექმნებათ.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 319 395 ლარი გამოიყო.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს.