დიდუბის რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
სამუშაოების ფარგლებში, სამ ამხანაგობაში საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო ერთ მისამართზე ხუთი სადარბაზოს კარი შეიცვალა. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით, კარებზე კოდირებული საკეტი დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტისთვის 36 170 ლარი გამოიყო.