დიდუბესა და დიღმის მასივში უსაფრთხოების მოაჯირები და ბოძკინტები განთავსდა
დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. მათ შორის, მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე, დიდუბესა და დიღმის მასივში, დამატებით ოთხ მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები და ბოძკინტები განთავსდა.
მოაჯირები დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-9 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, სტანისლავსკის ქუჩის N5-თან დამონტაჟდა, ხოლო ბოძკინტები დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-7 კორპუსსა და სტანისლავსკის ქუჩის N3-ის მიმდებარედ განთავსდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 800 ლარი გამოიყო.