კახა კალაძე: ვარკეთილში “რიგის პარკის” სრული რეაბილიტაცია ხორციელდება
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში რიგის პარკის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
მისივე განცხადებით, ტერიტორიას ასევე დაემატება გამწვანებული თარგები და გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა.
„ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში რიგის პარკის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დაახლოებით, 40 ათასი კვადრატულ მეტრის სივრცის კეთილმოწყობა ხდება. ამ პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების პროექტის განხორციელება, საფეხმავლო ბილიკების განახლება, ვიდეომეთვალყურეობის და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიას ასევე დაემატება გამწვანებული თარგები, გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა, რასაც ყველა პროექტში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდება ფანჩატურები, სავარჯიშო ადგილები, ასევე ბავშვებისთვის იქნება სპეციალური ზონები, სადაც ატრაქციონები მოეწყობა. მედიათეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყობა შადრევანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონი ლარის შეადგეს“, – განაცხადა კალაძემ.