ამირან გამყრელიძე: ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

„პრემიერთან ალბათ კიდევ იქნება შეხვედრა მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ამ და სხვა საკითხებთან მიმართებით, რომ გარკვეული შეღავათები, საუბარია, ვთქვათ, ე.წ.  კომენდანტის საათთან, იგივე სამასპინძლო დაწესებულებებთან მიმართებაში, ან პირბადესთან, მაგრამ ვიდრე ქვეყანაში კრიტიკული მასა არ აიცრება, ჩვენ პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები