ამირან გამყრელიძე: ვაქცინების იმ რაოდენობის სრული ადმინისტრირებისთვის, რაც გვაქვს ივლისამდე, გვჭირდება დღეში დაახლოებით 6000 აცრა

“დღეს ქვეყანაში აცრას აკეთებს 132 სამედიცინო დაწესებულება 250 ბრიგადით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინების იმ რაოდენობის სრული ადმინისტრირებისთვის, რაც გვაქვს ივლისამდე, დღეში დაახლოებით 6000 აცრაა საჭირო.

„დღეს ქვეყანაში ცრის 132 სამედიცინო დაწესებულება 250 ბრიგადით. ბრიგადაში შედის ექიმი, ექთანი და საინფორმაციო სისტემაში ადმინისტრატორი, რომელსაც შეჰყავს მონაცემები. დღეს რომ ეს 250 ბრიგადა ფუნქციონირებდეს სრულად, 7 დღისა და 8 საათის განმავლობაში ყოველდღიურად, მაშინ მათი გამტარუნარიანობა იქნება 15000-ზე მეტი აცრა დღიურად. დღესდღეობით ყველა ეს ბრიგადა არ ფუნქციონირებს 8 საათის განმავლობაში და ასევე ყოველდღიურად. ჩვენ ვაქცინების იმ რაოდენობის სრული ადმინისტრირებისთვის, რაც გვაქვს ივლისამდე, გვჭირდება დღეში დაახლოებით 6000 აცრა. დღეს საშუალოდ ასული ვართ დღეში 5000-მდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები