თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პრეზენტაციისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად თბილისის გენერალური გეგმა დაასახელა. მერის მოადგილის თქმით, გენგეგმამ დედაქალაქში ტყე დააბრუნა.
„გენგეგმამ დააბრუნა ტყე დედაქალაქში. როგორც მოგეხსენებათ, სატყეო ზონა არ არსებობდა და, დაახლოებით, 14 ათას ჰექტარს მიენიჭა სატყეო ზონა, რაც დედაქალაქში ყველაზე მაღალი დაცვის ფუნქციური ზონაა. ეს არის იმის გარანტი, რომ მნიშვნელოვანი ფერდები შენარჩუნდება. თუმცა, მხოლოდ ზონირებაზე არ შევჩერდით და ძალიან აქტიურად ვახორციელებდით დეგრადირებული ტყეების რესტავრაციას. საუბარია კუს ტბის ფერდზე, ნაძალადევში, ჟინვალის ქუჩის მიმდებარე ფერდსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ფერდზე. ჯამურად, 20 ჰეტქრაზე მოეწყო ტყე იქ, სადაც ადრეც იყო, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, მწვანე ნარგავი აღარ დარჩენილია, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.