კალაძე: შეუძლებელია სიცოცხლით სავსე ქალაქის შენება, თუ ეკოლოგიის მიმართულებით უმაღლეს სტანდარტებს არ დავიცავთ

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე 7 ძირითადი პოლიტიკიდან ერთ-ერთის, გარემოსდაცვითი მიმართულების შესახებ საზოგადოებას ანგარიშს აბარებს და პრეზენტაციას მართავს.

როგორც კალაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, ამ კუთხით, მუნიციპალიტეტის მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი გადადგა.

„როცა 2017 წლის მერის არჩევნებისთვის ვემზადებოდით, ერთ დიდ პრობლემას შევეჩეხეთ – თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას. საკითხის შესწავლისას ცხადი გახდა, რომ თუ არ გამოვასწორებდით მდგომარეობას დღეს, ხვალ უკვე ისე გვიანი იქნებოდა, რომ ნებსიმიერი რეფორმა წყალში ჩაიყრებოდა. არჩევნებამდე მკაფიოდ განვსაზღვრეთ ის მიზნები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით უნდა განგვეხორციელებინა, რადგან შეუძლებელია სიცოცხლით სავსე ქალაქის შენება, თუ ეკოლოგიის მიმართულებით უმაღლეს სტანდარტებს არ დავიცავთ.

დღეს სიამაყით შემიძლია, განვაცხადო, რომ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ამდენ აღდგენილ მწვანე სივრცეს, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, თანამედროვე რეკრეაციულ ზონებსა და ევროპული დონის პარკებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, განვაცხადო, რომ დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მაცხოვრებლების ინტერესებს“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები