„ლადო 110-იანის N45“ – სოციალურ ქსელში გავრცელებული სახალისო ფოტო ყალბია
სოციალურ ქსელში გავრცელდა სახალისო ფოტო, რომელზეც, თითქოს, ლადო ასათიანის ქუჩის 45-ე ნომრის აბრაა გამოსახული. მომხმარებლების ნაწილმა ფოტოს რეალურობა დაიჯერა, ნაწილმა კი ჩათვალა, რომ „ფოტოშოპია“.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ოფიციალური აბრა ნამდვილად არ არსებობს, რადგან ასათიანის ქუჩის კენტი ნომრები N41-ით მთავრდება.
რაც შეეხება იმას, ვინმემ მართლა დაამზადა მსგავსი აბრა და სადმე ხუმრობით გააკრა თუ არა – ეს ინფორმაციაც ოფიციალურად არ დასტურდება.