სამგორის რაიონის გამგებელი გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის მე-4 ჩიხის მაცხოვრებლების საჭიროებებს გაეცნო

სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე ქვემო სამგორში გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩის მე-4 ჩიხის მაცხოვრებლებს შეხვდა და ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

ადგილობრივი მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხი წარმოადგენს.

მოქალაქეებს გამგებელი, გამგეობის კომპეტენციის ფარგლებში, საკითხთან მიმართებით იურდიული კონსულტაციის გაწევას დაჰპირდა. მან, ასევე, დეტალურად განმარტა საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცედურები.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მისამართზე გზების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო წყლისა და წყალარინების ქსელი გასულ წლებში მოწესრიგდა.

ადგილობრივებმა გამგებელს ქუჩებზე სანაგვე ურნების განთავსება და უკვე არსებულ სპორტულ მოედანთან სასმელი წყლის ფანტანის მონტაჟი სთხოვეს, რაზეც შეთანხმენენ, რომ აღნიშნული საკითხები ოპტიმალურ დროში გადაიჭრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები