თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე თარგებს ამწვანებენ

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს განაგრძობს.

ამჟამად, სამუშაოები გახოკიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ თარგებში განხორციელდა, სადაც 60-მდე სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო, მათ შორის, 24 ძირი ირმის რქა, 4 ძირი ფოთოლმცვენი მაგნოლია, 13 ძირი ოსმანტუსი, 12 ძირი ფიტოსპორუმი.

გამწვანების სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები