სამგორის რაიონის მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონის მესამე მასივში, სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ამ ეტაპზე მესამე მასივის მე-10 კვერტლის ა და ვ კორპუსის გამაგრების სამუშაოები გრძელდება.
ასევე, მე-8 კვარტლის მე-9 კორპუსთან სანიაღვრე არხი ეწყობა. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 220 გძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი ეწყობა, რომლის ღირებულება 39 978 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ბე ემ სი“ ასრულებს.
გრძელდება ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის N21-23-25 კორპუსების მიმდებარედ მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებიც. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 6 700 კვ.მ ფართობი კეთილმოეწყობა. ახალ სკვერში საბავშვო მოედანზე, სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდება, ასევე, ფიტნეს ზონები, დასასვენებელი პავილიონი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები დაიდგმება, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ტერიტორიაზე ველობილიკიც მოეწყობა.
პროექტისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 665 991 ლარია გამოყოფილი და მას კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს.