გლდანის რაიონში, რამდენიმე მისამართზე ამორტიზებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისში, გლდანის II მიკრორაიონის N25 და N25 ა კორპუსების ამორტიზებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალარინების შიდა და გარე ქსელი, დაახლოებით, 210 გრძივ მეტრზე იცვლება. მიმდინარე პროექტის ღირებულება 45 052 ლარია. გარდა ამისა, რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები გლდანის VI მიკრორაიონის N17 კორპუსშიც ხორციელდება, სადაც, პროექტის ფარგლებში, წყალარინების შიდა და გარე ქსელი 158 გრძივ მეტრზე შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე ამორტიზირებული ქსელის რეაბილიტაცია 10 მისამართზე უკვე დასრულდა, 8 მისამართზე კი, მიმდინარეობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს, ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები