დავით ქართველიშვილი: თუ პარტია “საქართველოსთვის” დაფინანსების წყარო კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა – იგი ყარს

“თუ “საქართველოსთვის” დაფინანსების წყარო კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა – იგი ყარს”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

“პრინციპში, რატომ უნდა ვიყო ურყევი ჩემთვის თუნდაც დაუჯერებელი ამბების უარყოფაში – როდესაც დიახ, გიორგი გახარიას პარტიის “მარჯვენა” და “მარცხენა” კიდურებს სააკაშვილსა და კეზერაშვილთან ოდესღაც დაახლოებული იმდროინდელი მაღალჩინოსნები არიან.

ერთ-ერთი მათგანის მიმართ მწვავე შეკითხვებიც დავსვი, თუმცა, პასუხის მიღებაზე მინიშნებაც ვერ მივიღე. ასე რომ, თუ პარტია “საქართველოსთვის” დაფინანსების წყარო კეზერაშვილის ფინანსური პირამიდაა – იგი ყარს. მას ქართული სისხლითა და ცრემლით ქმნიდა. აწი, თავად ამტკიცონ, ვინ არიან და რა უნდათ…”, – წერს ქართველიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები