ვაზისუბნის დასახლების N7- N12-ის მიმდებარედ რკინა-ბეტონის კიბეები და ლედ განათება ეწყობა

ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლების N7- N12-ის მიმდებარედ რკინა-ბეტონის კიბეები და ლედ განათება ეწყობა. ასევე, ვაზისუბნის დასახლების N12-ის მიმდებარედ გამგეობამ უსახური კონსტრუქციები დაშალა, სავალი ნაწილი გააფართოვა და ორივე მხარეს საფეხმავლო ბილიკი მოაწყო. მიმდებარე ტერიტორია სრულად კეთილმოწყობილი იქნება.

პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 34 548 ლარით ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, მაჟორიტარ დეპუტატებთან: კახა კახიშვილთან და ლევან დავითაშვილთან ერთად დაათვალიერა.

May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი, ხალხი დგას, ხე და გზა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები