ვაკის რაიონში წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N21 კორპუსის და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რებილიტირებულ პერიმეტრზე კი, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები