ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი საქართველოში გადავლილია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი საქართველოში გადავლილია.
მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
,,პიკის გადავლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი გვექნებოდა სიკვდილიანობის მხრივ და დღეს გახლავთ 30. რომ შევაჯამოთ, მესამე ტალღის პიკი გადავლილია, ქვეყანაში ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს და ნელა მიმდინარეობს. უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ივნისიდან შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა და მოსალოდნელია ტუსიტების შემოსვლაც, ამიტომ, რეკომენდაციები მკაცრად უნდა იყოს დაცული,” – განაცხადა გამყრელიძემ.