ამირან გამყრელიძე: ყოველდღიური ტესტირების საშუალო მაჩვენებელი ბოლო თვის განმავლობაში გვაქვს 27 ათასამდე, რაც საკმაოდ კარგია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელს კლების ტენდენცია აქვს.

მისივე თქმით, ყოველდღიური ტესტირების საშუალო მაშვენებელი ბოლო თვის განმავლობაში გვაქვს 27 ათასამდე, რაც საკმაოდ კარგია.

,,დადებითობის მაჩვენებელს როგორც ბოლო 7 დღის, ისე 14 დღის განმავლობაში თანადათან შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა, ახალ შემთხვევათა რიცხვი მაინც ასეულობის ფარგლებშია. დღეს არის 954, გუშინ იყო 1200-მდე, ორშაბათს იყო სამასის ფარგლებში, რაც დამოკიდებულია, თუ რამდენი ადამიანი იტესტება. ყოველდღიური ტესტირების საშუალო მაშვენებელი ბოლო თვის განმავლობაში გვაქვს 27 ათასამდე, რაც საკმაოდ კარგია და საქართველო საერთაშორისო რუკებზე ამ თვალსაზრისით კარგად ჩანს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები