ტიტანიკის მზვერავი, რომელიც კატასტროფას გადაურჩა, თუმცა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ფრედერიკ ფლიტი – ტიტანიკის მზვერავი, რომელმაც აისბერგი პირველმა დაინახა. „აისბერგი! პირდაპირ წინ!“ – ყვიროდა ფრედერიკი. მაშინ ის 24 წლის იყო.

1965 წელს, 77 წლის ასაკში, მისი მეუღლე გარდაიცვალა, ხოლო ფრედერიკი სახლიდან გამოასახლეს, რის შემდეგაც მან თავი ჩამოიხრჩო.

ტიტანიკი 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძირა. კატასტროფას 2 223 მგზავრიდან 1 517 ემსხვერპლა. ფლიტი გადარჩენილთაგან ერთ-ერთი გახლდათ.


ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილას გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2 223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1 178 ადამიანზე იყო გათვლილი.

 

აისბერგი, რომელმაც ტიტანიკი ჩაძირა
გადარჩენილთა ნაწილი მაშველ გემზე
კატასტროფას გადარჩენილებს თავიანთი ნათესავები საუთჰემპტონის მატარებლის სადგურზე ელოდებიან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები