დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროთი მგზავრობის ტარიფი 15 ივნისიდან 50 თეთრით განისაზღვრება.
როგორც მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული საბაგირო გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება.
„მიმდინარე წლის 20 აპრილიდან ექსპლუატაციაში შევიდა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, თუმცა, რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობას ემსახურება. სტუდენტებისთვის საბაგიროთი მგზავრობა უფასოა. ახლა კი გადაწყდა, რომ მგზავრობის ღირებულება 50 თეთრის განისაზღვროს და 15 ივნისდან ჩაერთოს გადახდის ინტეგრიერებულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც მგზავრობს მეტროთი, ავტობუსით ან მიკროავტობუსით, საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ გამოიყენებს ამ საბაგიროს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.