მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თბილისში კიდევ 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება

მომდევნო 1 წლის განმავლობაში თბილისს 100 ერთეული ელექტროდამტენი დაემატება.

ამის შესახებ დედაქალაქის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები