„რეალური მაუგლი“ – როგორ გამოიყურება ივან მიშუკოვი 30 წლის შემდეგ

ივან მიშუკოვი ბიჭუნაა, რომლის ისტორიაც ვერავის დატოვებს გულგრილს. საქმე იმაშია, რომ ის საკუთარ ოჯახს არ სჭირდებოდა.

ოჯახი, სადაც ივანი დაიბადა, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო კარგი. ბავშვის მამა სასჯელს ციხეში იხდიდა, ხოლო დედამ ახალი საყვარელი გაიჩინა და ბავშვი ბაბუასთან დატოვა, რომელიც ალკოჰოლს ეტანებოდა. რა თქმა უნდა, ბიჭუნაზე არავინ ზრუნავდა, მას ცუდად ეძინა და ცოტას ჭამდა. როდესაც 4 წლის ასაკში ბავშვი სახლიდან წავიდა, ბაბუამ ეს ვერც კი შეამჩნია.

2 წლის განმავლობაში ივანი ქუჩაში, ძაღლების ხროვასთან ერთად ცხოვრობდა. ძაღლები მასზე უფრო მეტად ზრუნავდნენ, ვიდრე ნამდვილი ოჯახი. ისინი ბიჭს ნაგავსაყრელიდან საჭმელს უზიდავდნენ და ცივ ამინდებში ათბობდნენ. ზოგჯერ ივანი ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, შემდეგ კი, ამ ფულით ძაღლებისთვის და თავისთვის საჭმელს ყიდულობდა.

მოგვიანებით, ქალაქის მოსახლეობა მიხვდა, რომ მუდმივად ჭუჭყიანი ბიჭუნა უბრალოდ ხელმოკლე ოჯახიდან კი არ იყო, არამედ ის ქუჩაში ცხოვრობდა.

ივანს პოლიცია ეძიებდა, მაგრამ მოხერხებულად იმალებოდა. 6 წლის იყო, როდესაც პოლიციამ ის მოტყუებით დაიჭირა. სოციალური სამსახურის მუშაკები და სამართალდამცავები მოსკოვში ნახევარი დღის განმავლობაში ავტომობილით დადიოდნენ, რათა ძაღლებისთვის კვალი აერიათ და მათ ბიჭუნა ვეღარ ეპოვათ.

ტატიანა ბაბანინა ის ქალია, რომელმაც ივანი შეიფარა. იმ დროისთვის ქალბატონს უკვე 4 ბავშვი ჰყავდა ნაშვილები და ივანი მეხუთე იყო. ტატიანა და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვი ნორმალურ მდგომარეობაში ჩაეყენებინათ. 5 წლის შემდეგ ივანი უკვე კადეტთა სკოლის მოსწავლე გახდა და სწავლაში წარმატებასაც მიღწია.

ახლა ის ზრდასრული მამაკაცია, ცხოვრობს მარტო და მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები