თბილისში „ზაქარიაძის ქუჩის დღესასწაული“ გაიმართა

ზაქარიაძის ქუჩაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებით და ზაქარიაძის ქუჩის N3-ის ამხანაგობის თავმჯდომარის, ლევან მშვილდაძის ინიციატივით, „ზაქარიაძის ქუჩის დღესასწაული“ გაიმართა.

ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა, საიდანაც შემოსული თანხა ქუჩის გამწვანებას მოხმარდება.

ღონისძიების დასასრულს კონცერტი გაიმართა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სიმღერები შეასრულეს და სხვადასხვა საკრავ ინსტრუმენტზე დაუკრეს. ღონისძიებაზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი იყო მოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები