მეტროსადგურ „გოცირიძიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ დროებითი მარშრუტის ავტობუსი დაინიშნა

მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნული სადგურიდან მეტროსადგურ დიდუბემდე (ზედა სადგური) მგზავრებს №169 ავტობუსი მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, №169 მარშრუტის ავტობუსი დროებითია და იფუნქციონირებს „გოცირიძის“ გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით. ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს დილის 07:00 საათზე და დაასრულებს 22:30 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები