მტკვარში მკვდარი თევზები გამოირიყა – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სინჯები აიღო

მდინარე მტკვარში მკვდარი თევზები გამოირიყა. შესაბამისი ვიდეომასალა დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკვე აიღეს სინჯები და საკითხის შესწავლა დაიწყეს. როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, პასუხი 5 დღეში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები