დიდუბის რაიონში თბილისური ტიპის ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის, თბილისური ტიპის ეზოების კეთილმოწყობაც მიმდინარეობს.

რაიონის გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე თბილისური ტიპის ხუთი ეზო რეაბილიტირდა.

თამარ მეფის გამზირზე N20 და N30-ის ეზოებში ასფალტის საფარი მოწესრიგდა. ანალოგიური ტიპის სამუშაო ბაგრატიონის ქუჩის N80-ში, ქურდიანის ქუჩის N1 და N2-ის ეზოებში განხორციელდა. ასევე, ქურდიანის ქუჩაზე ამორტიზებული ტროტუარი მთელ ქუჩაზე შეიცვალა.

ასფალტის საფარი, ჯამში, 2 363 კვ. მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 66 510 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები