წავკისში რუსთაველის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

ამჯერად წავკისში რუსთაველის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო. პროექტის ფარგლებში, 3 500 კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური და მიწისქვეშა კომუნიკაცია მოწესრიგდა.

პროექტი, შპს „პარმამ“ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 220 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები