თბილისში, ქავთარაძის N38-ში კორპუსის საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია ხორციელდება
ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად, მოსახლეობის განაცხადის საფუძველზე, ქავთარაძის N38-ში კორპუსის საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 36 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.