კორონავირუსის შემთხვევების მატებას ამირან გამყრელიძე აგვისტოში პროგნოზირებს

„გლობალური პროგნოზია, რომ შემთხვევათა რაოდენობა ყველგან, თანდათან, ნელი ტემპით მოიკლებს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოსკენ ისევ, როგორც ევროპაში, ისე – გლობალურად, დაიწყოს შემთხვევების ზრდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება წესების დაცვა და ვაქცინაციის გააქტიურება.

„გლობალური პროგნოზია, რომ შემთხვევათა რაოდენობა ყველგან, თანდათან, ნელი ტემპით მოიკლებს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ აგვისტოს ბოლოსკენ ისევ, როგორც ევროპაში, ისე – გლობალურად, დაიწყოს შემთხვევების ზრდა. ძირითადად, ეს იქნება ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მსუბუქდება შეზღუდვები. ასეთ დროს, მეტი ყურადღება და რეკომენდაციების მეტად დაცვაა საჭირო. პირველ რიგში, ესაა პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და რაც შეიძლება მეტი აცრა.  „ოქროს შუალედი“ სწორედ ამ პროცესებს შორის უნდა დავიჭიროთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები