მთაწმინდის რაიონში, გოგებაშვილის N43-ში სკვერს რეაბილიტაცია უტარდება
მთაწმინდის რაიონის გამგეობა მთაწმინდის რაიონის გამგეობა გოგებაშვილის N43-ში არსებული სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, სკვერში მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმობა – რეზინის ფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის, ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა მოეწყობა. სკვერში გაკეთდება ბილიკები, განათების ქსელი და გამწვანების თარგები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა – სკამები და ურნები.
რაიონის გამგეობის ცნობით, მთაწმინდის რაიონში კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია.