დიდუბის რაიონის გამგეობა შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას განაგრძობს
დიდუბის რაიონის გამგეობა შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას განაგრძობს. საგზაო ინფრასტრუქტურა დიღმის მასივის მესამე კვარტლის 29-ე კორპუსის მიმდებარედ წესრიგდება.
პროექტის მიხედვით, ეწყობა ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 055 კვ.მ ფართობზე წესრიგდება.
ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დიდუბის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 41 475 ლარი გამოყო.