ზღვისუბნის დასახლებაში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის დასახლებაში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ზღვისუბნის მე-9 კვ. ა კორპუსში.
პროექტის ფარგლებში, 600-მდე კვ.მ ფართობზე სახურავი შეიცვალა, ორი ლიფტი რეაბილიტირდა და 96 გრძივ მეტრზე ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთო ღირებულება 60 103 ლარია. პროექტი, რომლითაც სხვადასხვა ტიპის პრობლემა 48 ოჯახს მოუგვარდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები