ვარლამ გოლეთიანი: მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან

„ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა შეუერთდნენ აქციას და ჰესის მშენებლობა გააპროტესტონ.

„დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. იქიდან მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის. ერთხელ და სამუდამოდ, შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი. ამაში თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა. დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ და იქიდან გავაკეთოთ მოწოდება, რომ ყველა ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის საშენებლად“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები