ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ალექსანდრე ფალავანდიშვილი სალომე ბარკერს დაუპირისპირდა – პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიას განარიდა (ფოტო)
რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „რიონის ხეობის მცველები“ იმყოფებიან, „ქართული მარშის” წარმომადგენლის, გურამ ფალავანდიშვილის შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი „სირცხვილიას” აქტივისტებს ზუკა ბერძენიშვილსა და სალომე ბარკერს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
ფალავანდიშვილის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ სალომე ბარკერს მკლავზე ფერადი სამკლაური ეკეთა.
“სოდომის სიმბოლიკით ნუ ეწევით ცოდვის პროპაგანდას”,- აღნიშნა ფალავანდიშვილმა.
ამ დროისთვის, ზუკა ბერძენიშვილსა და სალომე ბარკერს ტერიტორია დაატოვებინეს.