სამგორის რაიონის გამგეობა სოფელ წინუბანში, ხევსურეთისა და ხევის ქუჩაზე ორფენიან ასფალტის საფარს აწყობს
სამგორის რაიონის გამგეობა სოფელ წინუბანში, ხევსურეთისა და ხევის ქუჩაზე, სადაც მხოლოდ გრუნტის გზა იყო, ორფენიან ასფალტის საფარს აწყობს.
საგზაო ინფრატრუქტურული სამუშაოების შედეგად 2 000 კვადრატული მეტრის მოცულობის გზა კეთილმოეწყობა.
ასევე, გზის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილზე, სოფელ წინუბანის ასახვევთან, სადაც, დაახლოებით, 260 გრძივი მეტრის გზა გაფართოვდა. აღნიშნულ ლოკაციაზე, პროექტის ფარლგებში, სამფენიანი ასფალტის საფარი მოეწყო. სამუშაოებს შპს „ენ-დი როუდი“ ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნო.