„ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რესპუბლიკის მოედანზე დარჩენას და კარვების გაშლას გეგმავენ

 

“დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით, აქ ვრჩებით”,- ამის შესახებ „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე, რომელიც თბილისში რესპუბლიკის მოედანზე იმართება, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ნების გამოხატვას ისინი 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან და არ აპირებენ უკან დაიხიონ ამ ბრძოლაში.

„დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით, აქ ვრჩებით, მეგობრებო, ხვალ 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს, ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას, მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, თითქოს რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება… თუ არ გაითვალისწინებს ამას ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ, უკან დავიხიოთ ამ ბრძოლაში, რამდენიც ვართ დღეს, ორი იმდენი ვიქნებით ხვალ. ამიტომ, გიცდით, ჩვენი ძლიერი მხარეა ასევე მოთმინება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები