მამუკა მდინარაძის თქმით, ნიკა მელიას ე.წ. პოლიტიკური პატიმრობის შესახებ საუბრობენ მხოლოდ საქართველოში, ისიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები

ნიკა მელიას ე.წ. პოლიტიკური პატიმრობის შესახებ საუბრობენ მხოლოდ საქართველოში, ისიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” იმაზეც კი იტყუებოდნენ, რაც საზოგადოებას საკუთარი თვალით აქვს ნანახი.

„ნიკა მელიას ე.წ. პოლიტიკური პატიმრობის შესახებ საუბრობენ მხოლოდ საქართველოში, ისიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. მეტი თანამედროვე მსოფლიოში ამას არავინ იძახის, მათ შორის, განსაკუთრებით, არცერთი ის ადამიანი, რომელიც გათვითცნობიერებულია ამ საკითხებში.

როდესაც გამოდიოდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი კენტი, მანაც თქვა, რომ მან კანონი დაარღვია, კარლ ჰარცელის განცხადებაც ამას ადასტურებს.

ყველა ობიექტური დამკვირვებლის ნებისმიერი რექცია, იქნება ეს განცხადება, თუ ქმედების სახე, ადასტურებს, რომ არც კი განიხილება, ეჭვშეუტანელია ის, რომ არანაირ პოლიტპატიმრობაზე არ არის საუბარი.ყველა ხედავდა კადრებს, რომ ის ადამიანი პარლამენტში იჭრებოდა. იმაზეც კი ბედავენ თავხედური პიარის განხორციელებას, რაც საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი. ეს ხომ არ არის მოწმეების, ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე წარდგენილი ბრალდება, ეს ხომ იმის საფუძველზე წარდგენლი ბრალდებაა, რაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი“, – აღნიშნავს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები