გიორგიწმინდის დასახლებაში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ჭავჭავაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოწესრიგდა წყალარინების ქსელი. ახლა კი, დაახლოებით, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

მერიის ცნობით, პროექტისთვის დაახლოებით, 153 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები