გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ
პრემიერის ინიციატივით, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენებენ.
ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.
ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში ხვალ, 11:00 საათზე გადმოასვენებენ.