ვაზისუბანში, 16 მისამართზე სადარბაზოები გაარემონტეს

ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, ვაზისუბანში, 16 მისამართზე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები განახორციელა. ასევე, სადარბაზოს შესასვლელი გადაიხურა და ქვის კიბეები მოეწყო.

პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 237 944 ლარით დაფინანსდა.

შესრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები