საირმის ქუჩაზე საყრდენი კედელი მოეწყო
საირმის ქუჩის N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოეწყო. ასევე, კედელზე ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდება.
პროექტის შედეგად, 33 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ.
„აღნიშნულ მისამართზე სკვერის ზედა მხარეს განთავსებული იყო რამდენიმე ავტოფარეხი, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. თავდაპირველად განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი. შემდეგ კი, ძველი, დაბეტონებული, არასწორი კონსტრუქციის ნაცვლად, სათანადო კონსტრუქციის ახალი გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 131 576 ლარით დაფინანსდა.