ვაკის რაიონში, ყიფშიძის N10-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა
ვაკის რაიონში, ყიფშიძის N10-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდა სხვადასხვა ზონა ბავშვებისთვის და უფროსებისთვის.
ამ დროისთვის საპარკე ავეჯი, საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი პავილიონი მონტაჟდება.
სამუშაოების განხორციელების შედეგად, სკვერი შემოიღობა, მოეწყო სავალი ბილიკები, განათების სისტემა და საწრყავი ქსელები.
გამგეობის ცნობით, პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდება – დაირგვება მცენარეები და ბალახი.
დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.