მთაწმინდის რაიონის 5 მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე ხუთ მისამართზე შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ლადო ალექსი-მესხიშვილის, გ.რჩეულიშვილის, გ. ახვლედიანის, ძმ. ზუბალაშვილების და ნ. ჟვანიას ქუჩებზე დაზიანებული ასფალტის ფენას იღებენ. პროექტის ფარგლებში, ყველა მისამართზე ასფალტის საფარი დაიგება.
აღნიშნულ სამუშაოებს, კონტრაქტორი კომპანია „ელიზი“ ასრულებს.