ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწესრიგებას ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა. გამგეობის მიერ კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ამჟამად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე დაახლოებით, 13 734 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტისთვის ჯამში, 974 116 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ეწყობა ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები და ორი ფენა ასფალტის საფარი. ასევე, განთავსდება სახანძრო ჰიდრანტები.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები