ძველი რომის მაკეტი, რომელიც, „დუჩეს“ დავალებით, 38 წლის განმავლობაში იქმნებოდა
ანტიკური რომის გასაოცარი, 17X17 მეტრის სიდიდისა და 1:250 მასშტაბის მაკეტი რომში, ეურის საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს. Plastico di Roma Imperiale-ზე მუშაობა არქეოლოგმა, იტალო გიზმონდიმ, მუსოლინის მითითებით, 1933 წელს დაიწყო. მაკეტის პირველი ვარიანტი 1955 წელს დასრულდა და მისი მასშტაბი 16X16 მეტრზე იყო.
მოგვიანებით გიზმონდიმ მასშტაბების გაზრდა გადაწყვიტა და საბოლოო ვარიანტზე მუშაობა 1971 წელს დაასრულა. მაკეტის ძირითადი ნაწილი როდოლფო ლანჩინის 1901 წელს გამოცემული რუკის, „ფორმა ურბისის“ მიხედვით შეიქმნა.
მაკეტი ანტიკური რომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშად არის მიჩნეული. პანთეონის და კოლიზეუმის შექმნის დროს გიზმონდი დეტალური რუკებით ხელმძღვანელობდა. საცხოვრებელი სახლები და სხვა ადგილები, რომელთა ნარჩენები აღმოჩენილი არ იყო, იმდროინდელი სტილის შესაბამისად აღადგინეს. რომაული ცივილიზაციის მუზეუმს, სადაც მაკეტია განთავსებული, მილიონობით ტურისტი სტუმრობს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ცნობილმა რეჟისორმა, რიდლი სკოტმა ფილმ „გლადიატორის“ გადაღებისას სწორედ ამ მაკეტით იხელმძღვანელა.