გარდაიცვალა მემანქანე, რომელმაც თბილისის მეტროში პირველი მატარებელი გაატარა

“გარდაიცვალა ერთ-ერთი მემანქანე, ანდრო ხიხაძე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროს გახსნის დღეს – 1966 წლის 11 იანვარს”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანდრო ხიხაძემ მუშაობის პერიოდში არაერთი თაობა აღზარდა, არის რამდენიმე გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი.

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია ღრმა მწუხარებით აცხადებს, რომ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის მეტროს ღვაწლმოსილი ვეტერანი თანამშრომელი, ბ-ნ ამბროსი (ანდრო) ხიხაძე.
ბატონი ანდრო იყო ერთ-ერთი ის მემანქანე, რომელმაც პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროს გახსნის დღეს 1966 წლის 11 იანვარს.
ანდრო ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი.
მუშაობის პერიოდში აღზარდა არაერთი თაობა, არის რამდენიმე გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი, 1993 წელს საკუთარი განცხადებით გავიდა პენსიაზე. 2009 წლიდან კი კვლავ დაბრუნდა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’, როგორც მოძრაობის უსაფრთხოების ზედამხედველი და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა მეტროს მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები