დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში განაცხადის შეტანის ვადა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა

დაუმთავრებელი მშენებლობებთან დაკავშირებით მოქალაქეები თბილისის მერიაში განაცხადის შეტანას პირველ სექტემბრამდე შეძლებენ.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის პრეფერენციული გადაწყვეტილებების სისტემა შევქმენით. სპეციალური რეგულაციებია დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით. ბევრი კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი პრობლემა მოგვარდა. როგორც იცით, განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განვსაზღვრეთ მიმდინარე წლის 30 მაისი. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ვადა გავაგრძელოთ და პირველ სექტემბრამდე მივცეთ მოქალაქეებს იმის შესაძლებლობა, რომ განაცხადები შემოიტანონ. დედაქალაქის მერია მათ მაქსიმალურად გვერდში დაუდგება, რადგან ასეთი შენობა-ნაგებობები პრობლემას წარმოადგენს ოჯახებისთვის და ქალაქისთვისაც. ვიზუალურ ნაწილში, არავის სიამოვნებს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების ნახვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები