ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება

დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული თბილისის მერიის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

„მომდევნო კვირას ვაპირებთ, მოსახლეობას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარვუდგინოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, რა გაკეთდა, რა რეფორმები წამოვიწყეთ, რა იგეგმება სამომავლოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ თბილისის მოსახლეობას ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას დაწყებული აქვს  მუნიციპალიტეტის მთავრობის  შვიდივე პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშები, რომლის მიზანია, მერიის მიერ განხორციელებული პროექტების, ასევე, წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ მოსახლეობის სრული ინფორმირება.

ურბანული განვითარების მიმართულებით ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები