სატრანსპორტო საკითხთა კომისია გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს შეუერთდა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისია გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს შეუერთდა, რომელიც მიზნად გზებზე სიჩქარის ლიმიტის კონტროლის გაძლიერებისა და სიჩქარის ლიმიტის შემცირებისკენ მოწოდებას ისახავს.

გაერო-ს რიგით მეექვსე კვირეული 17 მაისს დაიწყო და 23 მაისს დასრულდება. მის გზავნილი ამჯერად შემდეგია – „გაუფრთხილდი სიცოცხლეს გზებზე.“

საკრებულოს სატრანსპორტო კომისია ღონისძიებაში მონაწილე 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საერთო მოწოდებას უერთდება და ლოზუნგს – „ქუჩები სიცოცხლისთვის“ – მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები